“BBC”-ის ჟურნალისტები სკოლის მოსწავლეებს “ყალბი ახალი ამბების” ამოცნობას ასწავლიან

“BBC”-ის ჟურნალისტები მზად არიან, 1000-მდე სკოლაში ვიზიტი განახორციელონ და სკოლის მოსწავლეებს “ყალბი ახალი ამბების” ამოცნობა ასწავლონ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “Telegraph”-ი ავრცელებს.
ჟურნალისტების მიერ მიღებული ინიციატივა მიზნად ისახავს, დაძლიოს ცრუ ინფორმაციები, რომლებიც ჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ნდობის ფაქტორს ხელს უშლის.
გავრცელებული ინფორმაციით, “BBC” აპირებს, რომ “ყალბი ახალი ამბების” ამოცნობის საკითხთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ყოველწლიურად ჩაატაროს.
როგორც ცნობილია, ახალ კამპანიაში მონაწილეობას “BBC”-ის ჟურნალისტები: ჰიუ ედვარდსი, ნიკი ფოქსი, ქემალ აჰმედი და სხვები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები