გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურად მოძალადე 45 წლის მამაკაცი დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც სოციალურ ქსელში, მსხვერპლი ბავშვების ვიდეოსა და ფოტო მასალებს აქვეყნებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადე მამაკაცის დაკავება პოლიციამ მას შემდეგ შეძლო, როდესაც ქუჩაში ეჭვმიტანილის ფოტოები გამოაქვეყნეს და მოსახლეობას პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.
როგორც ფრანკფურტის საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი 45 წლის არის, რომელიც ქალაქ კრეფელდში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ორ მცირეწლოვან ბავშვზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.