ჩინეთში ჩრდილოეთ კორეული მატარებელი ჩავიდა

ჩინეთის დედაქალაქში ჩრდილოეთ კორეული მატარებელი ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით კი, მატარებლის ბორტზე, შესაძლოა, მთავარი დელეგაცია იმყოფება. ინფორმაციას “Foxnews”-ი ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ გაავრცელა.
როგორც იაპონური მედია იუწყება, შესაძლოა, მატარებლის ბორტზე თავად კიმ ჩენ ინიც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადება არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან, თუმცა, მათ შორის ურთიერთობა კიმის მიერ ბირთვული პროგრამის განვითარების შემდეგ დაიძაბა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩინეთში ჩასული მატარებლის ვაგონები ყვითელი და წითელი ფერისაა, რაც ძალიან ჰგავს იმ მატარებელს, რომლითაც კიმ ჩენ ინის მამა 2011 წელს ჩინეთში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები