უკრაინა ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს გააძევებს
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს გააძევებენ.
“გაერთიანებული სამეფოს ქალაქ სოსლბერიში, ქიმიური თავდასხმის პასუხად, ჩვენი ბრიტანელი პარტნიორებისა და ტრანსატლანტიკური მოკავშირეების სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირის ქვეყნებთან კოორდინაციით, უკრაინამ გადაწყვიტა 13 რუსი დიპლომატის გაძევება ქვეყნის ტერიტორიიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.