საფრანგეთში, 85 წლის ქალის მკვლელობისთვის, 2 მამაკაცი დააკავეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა, 85 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას “timesofisrael.com” ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავეების მიერ მოკლული 85 წლის მირელ ქენოლი, წარმოშობით ებრაელია, რომელიც “ჰოლოკოსტს” გადაურჩა.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალბატონს ცივი იარაღით 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ფრანგული მედიის ცნობით, მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ანტი-სემისტური დამოკიდებულებაა.