დონალდ ტუსკი: ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

დღეს ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ევროკავშირის 28 წევრიდან ლონდონისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, რუსი დიპლომატების გაძევება დღეს 14-მა ქვეყანამ გადაწყვიტა“, – აღნიშნა ტუსკმა.
ლონდონი მოსკოვს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები