რუს დიპლომატებს ამჯერად გერმანიიდან აძევებენ
გერმანია დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს და მზად არის, ქვეყნიდან 4 რუსი დიპლომატი გააძევოს. ინფორმაციას “express.co.uk”-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხი, მას შემდეგ არის აქტუალური, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რუსი ყოფილი აგენტის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.
გერმანიის მსგავსად დიდ ბრიტანეთს, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გამოუცხადა სოლიდარობა.