აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს
აშშ-ის მთავრობა, ქვეყნიდან სერგეი სკრიპალის საქმის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის 60 დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.
„ჩვენ დიპლომატიური მისიის 49 თანამშრომელს და გაერო-ს მისიის 12 თანამშრომელს ვაძევებთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ამერიკის ხელისუფლება მათ ქვეყნის დასატოვებლად 7 დღეს აძლევს.
ასევე რუსეთის ფედერაციის დიპლომატების გაძევების შესახებ უკვე განაცხადეს საფრანგეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, დანიამ და ლატვიამ. ოთხ დიპლომატს გააძევებენ საფრანგეთი და პოლონეთი, ხოლო კიევი დიპლომატიური წარმომადგენლობის 13 თანამშრომელს. ლატვია გააძევებს ერთ დიპლომატს და „აეროფლოტის“ ერთ თანამშრომელს.