აშშ-მა ლიბიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა
აშშ-მა ლიბიაზე საჰაერო თავდასხმა განახორცეილა, შედეგად 2 მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას “Foxnews”-ი ავრცელებს.
საჰაერო იერიში სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში მდებარე ქალაქ უბარიში მოხდა. თავდასხმის მთავარი სამიზნე ტერორისტული ორგანიზაციები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არცერთი სამოქალაქო პირი არ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ისლამური ექსტრემისტები 2011 წლიდან ლიბიის ტერიტორიების დაკავებასა და ქვეყანაში ქაოსის გამოწვევას ცდილობენ.