ბულგარეთში სამართალდამცველებმა ბრიტანელი ძებნილი დააკავეს
ბულგარეთში სამართალდამცველებმა ძებნილი ბრიტანელი ლოურენს პიჩკოკი დააკავეს, რომელიც 7 წლის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა. ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ლოურენსს სექსუალური ექსპლუატაცია ედება ბრალად.
სამართალდამცველებმა ბრიტანელი დამნაშავის აყვანა, მის მიერ ნაქირავებ ბინაში მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 56 წლის ლოურენსის სახლში, 3 კომპიუტერი ამოიღო, სადაც ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტოები ინახებოდა.