პაპუა-ახალ გვინეაში 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პაპუა-ახალ გვინეაში 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
“აშშ-ის გეოლოგიური კვლევის” ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი “East New Britain “-ის პროვინციაა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრა 40 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა, რასაც დედამიწის ზედაპირის სერიოზული დაზიანება არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ პაპუა-ახალ გვინეაში 26 თებერვალს 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, შედეგად 125 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები