თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირში შესვლაზე -„ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია“

თურქეთის ევროკავშირში შესვლა ანკარის სტრატეგიული მიზანია, ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობების განვითარებამ, ჩვენი მმართველობის დროს, ყველაზე დიდი მანძილი გაიარა. არის კითხვები, რომელთაც მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს. ნაღმების მიუხედავად, ჩვენ ამ გზით სიარულს ვაგრძელებთ და არ მივცემთ შესაძლებლობებს მათ, ვინც ჩვენს შესვლას ეწინააღმდეგება. ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია“, – განუცხადა თურქულ მედიას ერდოღანმა ვარნაში ჩასვლამდე, სადაც ის ევროკავშირის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ასევე, ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, მოხსნან „ხელოვნური პოლიტიკური წინაღობები“ თურქეთის ევროკავშირში შესასვლელად და არ გამოიყენონ ორმაგი სტანდარტები. „ჩვენ ყველა ის პუნქტი შევასრულეთ, რაზეც შევთანხმდით“,-აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები