ევროპოლი: “თინეიჯერი გოგონების უმრავლესობას პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდნენ”
ესპანელი, ბრიტანელი და ნიგერიელი სამართალდამცველების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთში 89 ადამიანი პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს, მათ შორის, – ერთ-ერთი პოპულარული “DJ”, რომლის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “Mirror”-ი ავრცელებს.
ევროპოლის ინფორმაციით, “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თინეიჯერი გოგონების უმრავლესობას პროსტიტუციაში ჩაბმას და ვალის სახით 26 000 ევროს გადახდას აიძულებდნენ”.
როგორც ცნობილია,”DJ”-ის, მსხვერპლი ქალბატონები ესპანეთის ტერიტორიაზე შემოჰყავდა და სექსუალურ ექსპლუატაციას მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა.
პროსტიტუციის მსხვერპლი გოგონების უმრავლესობა 18 წლამდე ასაკის იყო.
“მაღალ დონეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ახალგაზრდა ქალბატონებს დიდი ხნის განმავლობაში აიძულებდა პროსტიტუციაში ჩაბმას და ისეთ საშინელ პირობებში აცხოვრებდა, საიდანაც მსხვერპლს გაქცევა არ შეეძლო”,- განაცხადა “National Crime Agency ” გენერალურმა დირექტორმა ტომ დოდვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროსტიტუციის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცვლებმა 39 ქალბატონი ტრეფიკინგს გადაარჩინეს.