მექსიკაში, ტოქსიკური გაზის ზემოქმედების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში, ტოქსიკური გაზის ზემოქმედების შედეგად, ერთ-ერთი ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას “Ctvnews”-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, “სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ტოქსიკური გაზის გაჟონვაა”.
ინციდენტის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები არაინ მობილიზებულნი.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.