სომალის დედაქალაქში აფეთქება მოხდა-არიან დაღუპულები

სომალის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან, ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე დაშავდა. ინფორმაციას “ctvnews.ca” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც სამხედროები მის შემოწმებას ახორცილებდნენ.
ადგილობრივი პოლიციელების განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაღუპული ადამიანებიდან 2 სამხედრო მოსამსახურეა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება “ალ-შაბაბმა” აიღო, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად პრეზიდენტის დაცვის 13 წევრი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ქალქ მოგადიშუში ტერორისტულ თავდასხმებს “ალ-შაბაბის” წევრები ახორციელებენ, ოქტომბერში მომხდარი აფეთქების შედეგად 512 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები