დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერების მუშაობა აკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერ პირებს აშშ-ის სამხედრო სამსახურში მუშაობა აეკრძალათ. ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
ახალი დირექტივის მიღებას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა გაუწია რეკომენდაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი პენტაგონსა და სხვადასხვა სააგენტოებს განსახილველად გადეგზავნებათ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის სამხედრო რეზერვს 4000-იდან 10 000-მდე ტრანსგენდერი პირი შეადგენს.
ტრამპის გადაწყვეტილებას თეთრი სახლის დემოკრატიული ლიდერი ნენსი ფელოსი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტრამპმა ტრანსგენდერ პირებს შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი მსგავსი ინიცატივით, გასულ წელსაც გამოვიდა და განაცხადა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ტრანსგენდერ პირებს არ მისცემს უფლებას, იმუშავონ აშშ-ის ნებისმიერ სამხედრო სფეროში”.
მსგავსი ინიციატივით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გამოვიდა, თუმცა ფედერალურმა სასამართლომ მისი მოთხოვნა დაბლოკა.