ბარსელონაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართლდამცველებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)
ბარსელონაში, კატალონიის მთავრობის ყოფილი ლიდერის დაკავების შემდეგ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი კარლეს პუჩდემონის დაკავებას აპროტესტებენ.
სააგენტო “Mirror”-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, შედეგად 100-მდე პროტესტანტი და პოლიციელი დაშავდა.
როგორც ცნობილია, პოლიციამ საპროტესტო აქციის 9 მონაწილე დააკავა.
კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარემ როჯერ ტორენტმა, ესპანეთის მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა შეწყვიტონ და შეინარჩუნონ დემოკრატიულობა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, დანიიდან საზღვის გადაკვეთის დროს, გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.