რა ვითარებაა რუსეთში, სადაც ხანძარს 53 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოკოლაჟი)

რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС იუწყება.
ოპერატიულ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ კიდევ 16 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ისინი ცენტრის საკონცერტო დარბაზის ნანგრევებში მოყვნენ.
ამ დროსათვის სამედიცინო დაწესებულებაში 12 დაშავებული რჩება, 36  მოქალაქეს ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს და დაკითხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები