რუსეთში მომხდარი ხანძრის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 69 ადამიანი დაკარგულია
რუსეთში, კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შემდეგ, უგზოუკვლოდ დაკარგულად 69 ადამიანი ითვლება, მათ შორის 40 ბავშვია. ამის შესახებ რეგიონის საგანგებო სამსახურებში განაცხადეს. დაზუსტებული მონაცემებით, ხანძარს 37 ადამიანი ემხსვერპლა.
მოგვიანებით, მაშველებმა მეოთხე სართულამდე მიაღწიეს, სადაც ცეცხლის კერა იყო და კიდევ ორი დაღუპულის–მამაკაცის და ბავშვის ცხედრები იპოვეს.
ხანძრის ფართობი ათასხუთასამდე კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოხდა სახურავის ჩამოშლა 500 კვადრატულ მეტრზე, თუმცა გვიან საღამოს მეხანძრეებმა ცეცხლის ალის ლოკალიზება შეძლეს.
ხანძარს 230 ადამიანი და 50 ერთეული ტექნიკა აქრობდა. თუმცა, ხანძრის შედეგების საბოლოოდ ლიკვიდაციას 24 საათი დაჭირდება. ციმბირის უახლოესი რეგიონებიდან აერომობილური ჯგუფების გადაყვანა მიმდინარეობს. დაშავებულთა უმრავლესობა საავადმყოფოებში რჩება.