გერმანიის პოლიციამ კატალონიის ყოფილი ლიდერი დააკავა

კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დააკავა. ის ამ დრომდე ბელგიაში იმყოფებოდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფინეთში ჩავიდა, საიდანაც მოგვიანებით ბრიუსელში გაემგზავრა.
დღეს პუჩდემონი დანიიდან საზღვრის გადაკვეთის დროს გერმანიის პოლიციამ დააკავა. კარლეს პუჩდემონს ბრალდება აქვს წაყენებული, კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები