ფრანგმა სამართალდამცველებმა მაღაზიაში შეჭრილი ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს

საფრანგეთში მდებარე “Super U”-ის მარკეტში შეჭრილი ტერორისტი, რომელმაც მძევლები აიყვანა, პოლიციამ მოკლა. ინფორმაციას “euronews.com” ავრცელებს.
მომხდარ ფაქტს საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტერორისტული თავდასხმაა”.
პრეზიდენტი მაკრონი ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის გამო საფრანგეთში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ტრებესში სუპერმარკეტ “Super U”-ში “ისლამური სახელმწიფოს” წევრი ტერორისტი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები