თურქმა სამხედროებმა სირიის 4 სოფელი დაიკავეს
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქმა სამხედროებმა სირიის ოპოზიციურ მებრძოლებთან ერთად, სამხრეთ აფრინის 4 სოფელი დაიკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქული არმია ჩრდილოეთ სირიის იმ ტერიტორიას უახლოვდება, სადაც სირიის სამთავრობო ჯარია განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ, საომარი ქმედებები 20 იანვარს დაიწყო, როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, “ზეთისხილის რტო” იქამდე გაგრძელდება, სანამ აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში ტერორიზმის საფრთხე სრულიად არ აღმოიფხვრება. როგორც ერდოღანი აცხადებს, საომარი ოპერაცია სირიის ჩრდილოეთიდან თურქეთის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული შეტევების პასუხს წარმოადგენს.