საფრანგეთში ტერორისტმა მძევლები აიყვანა, რამდენიმე ადამიანი მოკლულია (ვიდეო)

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კომუნა ტრებში მდებარე სუპერმარკეტში მძევლების აყვანას უკვე უწოდა ტერორისტული აქტი. ედუარ ფილიპის თქმით, „მომხდარის გარემოებები იძლევა იმაზე საუბრის საშუალებას, რომ საქმე ეხება ტერაქტს“.
ცოტა ხნის წინ, შეიარაღებული მამაკაცი სუპერმარკეტში „Super U“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ორი ადამიანია დაღუპული, მძევლების უმრავლესობა გათავისუფლებულია. სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებენ.
ასევე, ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი „ისლამურ სახელმწიფოს“ მიმდევარია, რის შესახებაც თავად განაცხადა. ამ ეტაპზე, ტარდება ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები