საფრანგეთში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს
საფრანგეთის ქალაქ ტურთან ახლომდებარე იარაღის მაღაზიიდან, დაუდგენელმა პირებმა, დაახლოებით ორმოცდაათი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს.
ქურდობა ღამით მოხდა. ფრანგული პრესა იუწყება, რომ ქურდებმა შენობაში დილის სამ საათზე შეაღწიეს. იმის მიუხედავად, რომ შენობის სიგნალიზაცია ამოქმედდა, ბოროტმოქმედებმა იარაღის წაღება მოასწრეს. ამ დროისთვის უცნობია, შეძლო თუ არა პოლიციამ მათი დაკავება ან მათ კვალზე დადგომა.