ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი სკოლაში შეიჭრა
ფინეთის ქალაქ ოულუში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს მამაკაცის დასაკავებლად, რომელიც ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.
„პოლიციამ მიიღო ინფორმაცია საეჭვო პირის შესახებ, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. პირი ერთ-ერთ სკოლაში მივიდა. პოლიციელები ამოწმებენ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას. ყველას სთხოვენ აღნიშნული რაიონის ქუჩები დატოვონ ან დარჩნენ შენობებში შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად”, – ნათქვამია ფინური პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ადგილზე სამართალდამცველების სატრანსპორტო საშუალებებია მობილიზებული.