საფრანგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა
საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, თავდამსხმელმა, რომელიც საკუთარ თავს “ისლამური სახელმწიფოს” წევრს უწოდებს, მძევლები აიყვანა. ინციდენტის ადგილზე სამართლდამცველები არიან მობილიზებულნი და მძევლების გათავისუფლებას ცდილობენ. ინფორმაციას “Telegraph”-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქცია.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2 ადამიანია დაშავებული.
პოლიციის განცხადებით, თავდამხსმელი სუპერმარკეტში ადგილობრივი დროით 11:15 საათზე შეიჭრა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაში საფრანგეთის კონტრ-ტერორისტული პროკურატურაც ჩაერთო.