მექსიკაში ჟურნალისტი ლეობარდო ვასკესი მოკლეს
მექსიკაში ადგილობრივი ჟურნალისტი ლეობარდო ვასკესი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, მკვლელობა ვერაკრუზის შტატში მოხდა. ინფორმაციას “Theguardian”-ი ავრცელებს.
მექსიკელი ჟურნალისტი ონლაინ მედიაში მუშაობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლეობარდო ვასკესი, რეპორტაჟს იმ მოსახლეობაზე აკეთებდა, რომლებმაც მიწის ნაკვეთები არალეგალურად დაისაკუთრეს.
მექსიკის ოფიციალური პირები ჟურნალისტის მკვლელობის მოტივზე არ საუბრობენ.
როგორც ცნობილია, ვასკესი რეპორტაჟს ვერაკრუზის შტატში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზეც აკეთებდა.
“Press freedom groups”-ის წევრები ვერაკრუზის შტატს “დუმილის ზონად” მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შტატის ტერიტორიაზე ჟურნალისტი დაუცველია და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, მათივე ინფორმაციით, ვერაკრუზში კორუფციული საქმიანობის დეტალები ბუნდოვანია.
შეგახსენებთ, რომ ვასკესი 2018 წელს მექსიკაში მოკლული მე-3 ჟურნალისტია. 2017 წელს მექსიკაში მედიის 12 წარმომადგენელი მოკლეს.