რუსეთი მზადაა, თეთრი სახლის უსაფრთხოების ახალ მრჩეველთან მოლაპარაკება აწარმოოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი რიბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველთან მოლაპარაკება აწარმოოს და ვაშინგტონთან არსებული პრობლემები ორმხრივი შეთანხმების შედეგად გადაჭრას. ინფორმაციას “Reuters”-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკება მომდევნო თვეში დაიწყება, რომელსაც კოორდინაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის უსაფრთხოების ახალი მრჩეველის პოზიციას ჯონ ბოლტონი 9 აპრილს ოფიციალურად დაიკავებს.
ამერიკაში ჯონ ბოლტონს ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთ უახლოეს წევრად მიიჩნევენ, 1 თვის წინ, მან განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად, პირველი დარტყმა ამერიკამ უნდა განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები