სომალიში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)

სომალის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან, ავტომობილი აფეთქდა, შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქება “ალ-შაბაბის” ტერორისტებმა განახორციელეს. როგორც ცნობილია, “ალ-შაბაბი” აფრიკის ყველაზე დიდი ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპული და დაზარალებული ადამიანების უმრავლესობას, გარე მოვაჭრეები და გამვლელები შეადგენდნენ.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში, ვიეტნამის დედაქალაქთან ახლოს, სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად, 512 ადამიანი დაიღუპა, მომხდარზე პასუხისმგებლობა კი ტერორისტულმა დაჯგუფება “ალ-შაბაბმა” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები