ვიეტნამში, ხანძრის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა, შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას “Foxnews”-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი შენობიდან გადმოხტომის შედეგად გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული 200-მდე მეხანძრე იყო, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება 1 საათში მოახერხეს.
როგორც ცნობილია, საცხოვრებელ კომპლექსში 700 ოჯახი ცხოვრობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2002 წელს, ვიეტნამში რამდენიმე კომერციული ფართი დაიწვა, შედეგად, 60 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები