რექს ტილერსონმა ვაშინგტონს “სულმდაბალი” ქალაქი უწოდა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, დეპარტამენტის თანამშრომლების წინაშე გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარსდგა, სადაც განაცხადა, რომ “ვაშინგტონი სულმდაბალი ქალაქია”. ინფორმაციას “CNN” ავრცელებს.
რექს ტილერსონმა დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდა, რომ ერთმანეთს კეთილგანწყობით მოექცნენ და არ გახდნენ ისეთი ქალაქის ნაწილი, რომელიც სულმდაბალია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რექს ტილერსონი, სახელმწიფო მდივანის პოსტიდან 13 მარტს გაათავისუფლა და მის შემცვლელად ცენტრალური დაზვერვის დირექტორი მაიკ პომპეო წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები