კალიფორნიაში სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა (ვიდეო)

კალიფორნიაში მდებარე “Travis “-ის სამხედრო ავიაბაზაზე ავტომობილი აფეთქდა, რომლის მძღოლიც ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას “Foxnews”-ი ავრცელებს.
როგორც სამხედრო ავიაბაზის წარმომადგენლები აცხადებენ, ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი, ავიაბაზის შესასვლელთან აფეთქდა.
საჰაერო ძალების წარმომადგენელმა კრისტიან ქონრადმა განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, როგორც გაირკვა, სამართალდამცველებისთვის მძღოლის ვინაობა ცნობილია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ფედერალური ბიუროს აგენტებმა დაიწყეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები