ავსტრალიაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 2 ამერიკელი ტურისტი დაიღუპა

ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ქუინსლენდის ტერიტორიაზე, “Airbus H120 “-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად 2 ამერიკელი ტურისტი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ინციდენტის შედეგად პილოტი და 2 მგზავრი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდება”, – განაცხადა პოლიციის ინსპექტორმა იან ჰეიტონმა.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები