აშშ-ს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს

“ამ დროისთვის კონკრეტული გეგმები არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ კვლავაც გაგრძელდეს რუსეთთან მოლაპარაკება, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც საერთო ინტერესები და შეხედულებები გვაქვს”, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი მზადაა რუსეთის მიმართ არსებული პოზიციები შეინარჩუნოს.
როგორც სარა სანდერსმა აღნიშნა, რუსეთის მიმართ დაკისრებულ სანქციებში, აშშ-ში არანაირი ცვლილების შეტანას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თუმცა ტრამპის გადაწყვეტილება სენატორმა ჯონ მაკკეინიმ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პუტინმა არჩევნები გააყალბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები