უკრაინაში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ტროტილი გადაჰქონდა

უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის მეტროში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი გადაჰქონდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც პოლიციელები აცხადებენ, დაკავებისას 100 გრამი ტროტილი ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი 1990 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები