უკრაინელი დეპუტატი, ნადეჟდა სავჩენკო რადას დერეფანში დააკავეს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო საკანონმდებლო ორგანოს დერეფანში დააკავეს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, სავჩენკოს უმაღლესმა რადამ დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა და მის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, სავჩენკო აცხადებდა, რომ პეტრო პოროშენკოს გარემოცვა მის ლიკვიდაციას გეგმავდა, რისთვისაც პროვოკაციას ამზადებდა. მისივე მტკიცებით, ის ტერაქტების ორგანიზების შესახებ მოლაპარაკებებს ხელისუფლებისთვის კვალის ასარევად აწარმოებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სავჩენკო ოფიცერ ვლადიმერ რუბანის საქმის ფიგურანტია. რუბანი დონეცკის ოლქიდან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირების დროს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ის უკრაინის პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე თავდასხმას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები