რუსეთში ნასვამი მძღოლი კოსმეტიკის მაღაზიას შეეჯახა (ვიდეო)

რუსეთში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი, რომელიც “Kia Rio”-ს მარკის ავტომობილს მართვდა, სანქტ-პეტერბურგის მეტროსთან მდებარე, ერთ-ერთ კოსმეტიკურ მაღაზიას შეეჯახა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:40 საათზე მოხდა.
სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომელიც მაღაზიასთან მდებარე ვიდეოკამერამ დააფიქსირა.
ავტომობილის მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მძღოლი და მასთან ერთად მყოფი 1 ადამიანი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები