ნადეჟდა სავჩენკოს სადეპუტატო ხელშეუხებლობა აღარ აქვს

 

უკრაინის უმაღლესმა რადამ დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნა. ამასთან, მიცემულია თანხმობა სამართლებრივ პასუხისგებაში მის მისაცემად და დასაკავებლად.
უკრაინის გენერალური პროკურატურა სავჩენკოს პარლამენტის შენობაში, ტერაქტის მომზადებაში სდებს ბრალს. რადასთან ამ დროისთვის ორი მიტინგი იმართება. ერთში მონაწილეობენ სავჩენკოს მომხრეები, ხოლო მეორეში, – მისი მოწინააღმდეგეები.
ცოტა ხნით ადრე კი, უკრაინის გენერალური პროკურორის, ლუცენკოს განცხადებით, სავჩენკო, ორი საბრძოლო ყუმბარით, უმაღლესი რადას ორი ლოჟის აფეთქებას და ავტომატით იმათ ჩაცხრილვას აპირებდა, ვინც ნგრევას ან აფეთქებას გადაურჩებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები