ტაილანდში, ავტოავარიის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში, ავტოსაგზაო შემთხვევას, 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 33 მგზავრი კი დაშავდა. ინციდენტი ჩრდილოეთ ტაილანდის ავტო-მაგისტრალზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ხეს შეეჯახა. ინფორმაციას “TheNews”-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2-სართულიან სამგზავრო ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ტაილანდის ოფიციალური პირების განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავებული 10 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეგახსენებთ, რომ “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის” ინფორმაციით, ტაილანდში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ყოველწლიურად 24 000-მდე ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები