ბრიტანელი ახალგაზრდების 70% არარელიგიურია

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მკვლევარებმა 16-დან 29-წლამდე ასაკის ადამიანები, რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებით გამოკითხეს, რომლის მიხედვითაც, ჩეხეთში გამოკითხული მოსახლეობის 91%-ს, რელიგიური თვალსაზრისით, არანაირი რწმენა გააჩნია.
ევროპის ყველაზე რელიგიური ქვეყანა პოლონეთია, სადაც გამოკითხულთა 83% რელიგიურია.
კვლევის მიხედვით, რომელიც “Europe’s Young Adults and Religion”-მა ჩაატარა, ბრიტანელი ახალგაზრდების ორი მესამედი რელიგიურად არ ცხოვრობს და მოსახლეობის 59 %, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ტაძარში არ დადის.
“კვლევის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხული ახალგაზრდები ეკლესიაში არ დადიან, ისინი ტაძარში მხოლოდ ქორწილისა და დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად მიდიან”,- განაცხადა თეოლოგიის პროფესორმა და რელიგიურმა სოციოლოგმა ბულივანტემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები