ქაბულში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

“Abcnews”-ის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 33-მდე გაიზარდა, 65 დაშავდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა შიიტურ დასახლებაში განახორციელა, სადაც მოსახლეობა სპარსულ ახალ წელს აღნიშნავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
როგორც ცნობილია, თავდასხმა ქაბულის უნივერსიტეტთან ახლოს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები