საფრანგეთის ექს-პრეზიდენტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ლიბიის მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ინფორმაციას “Foxnews”-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ყოფილმა ლიდერმა, 2007 წელს, ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიისთვის 60 მილიონი დოლარი გამოყო.
როგორც სააგენტო “Foxnews”-ი იუწყება, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედება პასიური კორუფცია, საარჩევნო კამპანიის არალეგალურად დაფინანსება.
შეგახსენებთ, რომ 63 წლის ნიკოლა სარკოზი სამშაბათს დააკავეს, თუმცა, გირაოს სახით გათავისუფლდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, გაურკვეველია, შეუძლია თუ არა ყოფილ პრეზიდენტს საფრანგეთის დატოვება.
“BBC”-ის ინფორმაციით, სარკოზიმ მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მასზე შურისძიებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით ემუქრება.
როგორც ფრანგული მედია იუწყება, ბევრი ადამიანი სარკოზის დაკავების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და მიიჩნევენ, რომ ის ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები