კომპანია “Google” საინფორმაციო სააგენტოებისთვის 300 მილიონ დოლარს გამოყოფს

კომპანია “Google” გამოდის ახალი ინიციატივით, რომ საინფორმაციო სააგენტოებს 300 მილიონი დოლარით დაეხმაროს, რათა უფრო მეტი გამომწერი და მომხმარებელი ყავდეთ, ვიდრე იმ სააგენტოებს, რომლებიც დეზინფორმაციებს ავრცელებენ.
ინტერნეტ-გიგანტი მზადაა, ციფრული ჟურნალისტიკის აღორძინებისთვის ძალისხმევა არ დაიშუროს, თუმცა ნიუ-იორკში ის უკვე დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პრობლემური სექტორის დასახმარებლად აღებული ვალდებულებისთვის, ციფრული ეკო-სისტემისგან კომპანია “Google” საკუთარ შემოსავლებს გაზრდის.
“მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ “Google”-ისა და სხვადასხვა გამომცემლის მომავალი ერთმანეთთან კავშირშია”, – განაცხადა კომპანიის მთავარმა ბიზნესმენმა ფილი შინდლერმა.
“Google” ადამიანებს საშუალებას მისცემს, 2 “დაკლიკებით” გამოიწერონ ახალი საინფორმაციო სააგენტოები საკუთარი ექაუნთის მეშვეობით.
კომპანიის ინიციატივაში მონაწილეობას ისეთი საგენტოებიც მიიღებენ, როგორიცაა: “Washington Post”, “Financial Times”, “Le Figaro” და მათ შორის იტალიური გამოცემა “La Republica”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები