რუსული მედია: სერგეი ლავროვი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ შევა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ლავროვი უკვე რამდენიმე წელია, გადადგომის შესახებ საუბრობს, თუმცა ვლადიმერ პუტინის თხოვნით, თანამდებობაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩა.
რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო.
ცნობისთვის, 19 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, აღნიშნულთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა ლავროვი თანამდებობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები