თურქეთში, ამერიკელ პასტორს, 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თურქულმა სასამართლომ, პროტესტანტული ეკლესიის მღვდელს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, თავისუფლების აღკვეთა 35 წლით მიუსაჯა. როგორც ცნობილია, ამერიკელ პასტორს ბრალად ედება ჯაშუშობა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი. ინფორმაციას, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, “Foxnews”-ი ავრცელებს.
როგორც თურქული მედია იუწყება, ამერიკელ პასტორს 15 წელი “ქურდისტანის მუშათა პარტიის” სახელით ჩადენილი დანაშაულებების, ხოლო 20 წელი სახელმწიფო საიდუმლოების პოლიტიკური და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების გამო მიესაჯა.
ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრენსონი წარმოშობით ჩრდილოეთ კაროლინადანაა, ის ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა. ბრენსონი 2016 წელს დააკავეს, თუმცა იგი, მის მიმართ წაყენებულ ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.
აშშ-ის მიერ მოთხოვნილ ენდრიუ ბრენსონის გათავისუფლების საკითხს, თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხდა, რომ მზადაა, აშშ-ის მოთხოვნა, ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთისთვის გადაცემის სანაცვლოდ დააკმაყოფილოს.
შეგახსენებთ, რომ ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთიდან აშშ-ში გაქცეული პოლიტიკოსია, რომელსაც ერდოღანის მთავრობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები