ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა 26 ადამიანი მოკლა

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას “Abcnews”-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შიიტურ დასახლებაში, სადაც მოსახლეობა სპარსულ ახალ წელს აღნიშნავდა, თვითმკვლელი ტერორისტი შეიჭრა და თავი აიფეთქა. შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 18 – დაშავდა.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები