2050 წლისთვის 5 მილიარდი ადამიანი სასმელი წყლის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება

დედამიწაზე 3.5 მილიარდი ადამიანი ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც ყოველწლიურად, 1 თვის განმავლობაში, წყლის პოტენციალი მცირდება და, შესაძლოა, 2050 წლისთვის, მსგავსი პრობლემის წინაშე 5 მილიარდი ადამიანი აღმოჩნდეს. ინფორმაციას “UNESCO” ავრცელებს.
გაეროს “მსოფლიო წყლის განვითარების” 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, წყალზე მოთხოვნა ყოველწლიურად 1%-ით იზრდება და სავარაუდოა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში, კიდევ “მნიშვნელოვნად გაიზარდოს”.
“ჩვენ გვჭირდება ახალი გადაწყვეტილებები, წყლის რესურსების მართვის თვალსაზრისით, რადგან სასმელი წყლის პრობლემები გამოწვეულია მოსახლეობის ზრდისა და კლიმატური ცვლილებების გამო. თუ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ, დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი 2050 წლისთვის იცხოვრებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც წყლის რაოდენობა ძალიან დაბალი იქნება “,- განაცხადა “”UNESCO””-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზურიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები