საუდის არაბეთის გვირგვინოსანი პრინცი ვაშინგტონში იმყოფება

საუდის არაბეთის გვირგვინოსანი პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ვაშინგტონში იმყოფება. როგორც “CNBC” იუწყება, სალმანი, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტს ბირთვული პროგრამის შესახებ ესაუბროს.
რამდენიმე დღის წინ, პრინცმა სალმანმა განაცხადა, რომ “თუ ირანი განავითარებს ახალ ბირთვულ იარაღს, ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, უმოკლეს დროში გავყვეთ მათ ნაკვალევს”.
“საუდის არაბეთის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ბირთვული პროგრამის განვითრება სურთ, თუმცა მათი სურვილი სამოქალაქო ბირთვული პროგრამის შექმნის შესახებ, ირანს კონკურენციას ვერ გაუწევს”,- განაცხადა “PGI” ჯგუფის მაღალი რისკის ანალიტიკოსმა რინ ტერნერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 5 წელია, საუდის არაბეთი, აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან, არაფორმალურ მოლაპარაკებებეს აწარმოებს, ბირთვული რეაქტორების გაყიდვისა და ენერგეტიკული ბაზის დივერსიფიკაციის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები