სტივენ ჰოკინგს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ

ბრიტანელ მეცნიერსა და ფიზიკოსს, სტივენ ჰოკინგს, რომელიც 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, ლონდონში მდებარე ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას “Abcnews”-ი ავრცელებს.
“სტივენ ჰოკინგს გამოჩენილ თანამემამულე მეცნიერებთან ახლოს დავკრძალავთ”,- განაცხადა ვესტმინსტერის სააბატოს წარმომადგენელმა. მისი ინფორმაციით, ჰოკინგს ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები