დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ინფორმაციას “CNBC” ავრცელებს.
“მე ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე, ასევე შესაძლოა, უახლოეს მომავალში ჩვენ შორის საუბარი საერთაშორისო შეიარაღებაზე გაიმართოს”,- განაცხადა ტრამპმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა, ჩრდილოეთ კორეაზე, სირიაზე და უკრაინაზეც ისაუბრეს.
რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს, აშშ-ის პრეს-მდივანი სარა სანდერსი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ჩვენ საკუთარ არჩევნებზე ვართ ორიენტირებული, არ ვაპირებთ ჩავერიოთ სხვა ქვეყნის არჩევნებში, ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ პუტინმა თავის ქვეყანაში გაიმარჯვა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები